loader

NBI-ის ვარსკვლავები ჩრდილოეთ კორეელებთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NBI-ის ვარსკვლავები ჩრდილოეთ კორეელებთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ

ჩრდილოეთ კორეის კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეგობარი დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეელ კალათბურთელებს შეხვდა. NBI-ს ყოფილი ვარსკვლავი კალათბურთელებს ვარჯიშის დროს ესტუმრა, მათთან ერთად ფოტოები გადაიღო და საკუთარი არსენალიდან რამდენიმე ილეთის დემონსტრირებაც მოახდინა. შეგახსენებთ, რომ როდმანი ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის საკალათბურთო ნაკრებს NBI-ის ვარსკვლავურ ნაკრებთან შესახვედრად წვრთნის. ისტორიული მატჩი იანვარში, ქვეყნის ლიდერის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება.