loader

კაშიამ კანკავას და ლორიას აჯობა - ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაშიამ კანკავას და ლორიას აჯობა - ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდიური "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია გახდა.

გამოკითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა. დაჯილდოების ცერემონია 26 დეკემბერს კლუბ "ქალაქურში" გაიმართა. კაშიამ ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავასა და გიორგი ლორიას აჯობა. კაშია ასევე წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ასევე "ვიტესის" ფეხბურთელი, ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი დასახელდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად - გიორგი ლორია, ხოლო წლის გუნდი საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ნაკრების წევრები და ვეტერანი ფეხბურთელები. საქართველოში არყოფნის გამო ღონისძიებას არ დასწრებია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია.

იხილეთ ფოტოგალერეა sportall.ge-ზე