loader

შეიძლება შუმახერი სამუდამოდ კომაში დარჩეს - როგორ მიულოცეს ფანებმა ლეგენდას დაბადების დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიძლება შუმახერი სამუდამოდ კომაში დარჩეს - როგორ მიულოცეს ფანებმა ლეგენდას დაბადების დღე

მიქაელ შუმახერს დღეს 45 წელი შეუსრულდა. საკუთარ იუბილეს ლეგენდარული სპორტსმენი კომაში შეხვდა. დღესვე მისმა ოჯახმა ინტერნეტით სამადლობელი წერილი გაავრცელა, სადაც ახლობლები შუმახერის გულშემატკივრებს თანაგრძნობისთვის მადლობას უხდიან. "ფერარის" ფან-კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ადამიანი-ლეგენდის დაბადების დღე მდუმარე აქციით აღენიშნათ და საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ. აქციას მათ "ყველანი წითლებში" დაარქვეს. ამასთან, სპორტსმენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ექიმები შუმახერის ოჯახის წევრებს უფრო მძიმე ინფორმაციისთვის ამზადებენ, კერძოდ, თითქოს, არსებობს იმის საფრთხე, რომ შუმახერი სამუდამოდ კომაში დარჩეს.

იხილეთ ასევე: "ფორმულა 1"-ის ვარსკვლავი მიხაელ შუმახერი კომაშია