loader

სტეფან ლამბიელი დაბრუნდა - უნიკალური სპორტსმენის საოცარი სრიალი რუსულ შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტეფან ლამბიელი დაბრუნდა - უნიკალური სპორტსმენის საოცარი სრიალი რუსულ შოუში

რუსეთში გასართობი შოუ-პროგრამა Ледниковый период - Кубок профессионалов დაიწყო, სადაც ერთმანეთს რუსეთის და მსოფლიო ნაკრებები ეჯიბრებიან. რუსეთის ნაკრებში შედიან: ევროპის სამგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ალექსეი იაგუდინი; ევროპის შვიდგზის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი ირინა სლუცკაია; ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონები ტატიანა ნავკა და რომან კოსტომაროვი; ევროპის სამგზის, მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელები ოქსანა დომნინა და მაქსიმ შაბალინი; ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონები მარია პეტროვა და ალექსეი ტიხონოვი; ევროპის ხუთგზის, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონები ტატიანა ტოტმიანინა და მაქსიმ მარინინი.

რაც შეეხება მსოფლიოს ნაკრებს, მის შემადგენლობაში შედიან: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, შვეიცარიელი სტეფან ლამბიელი; ევროპის ჩემპიონი, შვეიცარიელი სარა მაიერი; წყვილთა სრიალში პროფესიონალთა პრიზიორები ფიონა ზალდუა და დიმიტრი სუხანოვი, რომლებიც ბრიტანეთს წარმოადგენენ; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ელენა ლეონოვა და ანდრეი ხვალკო - ისინი აშშ-ს წარმოადგენენ; ევროპის მრავალგზის პრიზიორები, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები ალბენა დენკოვა და მაქსიმ სტავისკი - წყვილი ბულგარეთს წარმოადგენს; ევროპის და მსოფლიოს პრიზიორები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი, რომლებიც ლიტვას წარმოადგენენ.

პირველ ეპიზოდში, რომელიც 12 იანვარს გავიდა, მონაწილეებმა საოცარი შოუ დადგეს. ყველაზე მეტი მოწონება კი შვეიცარიელმა მოციგურავემ, სტეფან ლამბიელიმ დაიმსახურა, რომელიც 5-კაციანმა ჟიურიმ უმაღლესი ქულებით შეაფასა და სპორტსმენს 12 ქულა დაუწერა. სტეფან ლამბიელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უნიკალური სრიალით და არტისტულობით. მან პროფესიული სპორტი 2010 წელს დატოვა.