loader

კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა - ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მიღებამ აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა - ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მიღებამ აატირა

13 იანვარს ციურიხის "კონგრეს ჰალეში" ფიფას გალა-დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2013 წელს ფეხბურთის სამყაროში თავგამოჩენილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ბუნებრივია, მთავარი პრიზი ფიფას "ოქროს ბურთი" იყო ვაჟ ფეხბურთელთა შორის, რომელიც სამი უმთავრესი კანდიდატიდან ერთ-ერთს უნდა მიეღო: პრიზისთვის ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდო იბრძოდნენ.

გაიმარჯვა ფავორიტმა - მადრიდის "რეალის" 28 წლის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ხმები ასე განაწილდა: რონალდო - 27,99%, ლიონელ მესი - 24,72% და ფრანკ რიბერი - 23,36%. მეოთხე ადგილზე გავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 5,29%, მეხუთეზეა - ნეიმარი - 3,17%, მეექვსეზე - ანდრეს ინიესტა - 2,08%.

www.sportall.ge

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე