loader

გერმანელ, უნგრელ და იტალიელ ოლიმპიელებს ტერორისტები ემუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანელ, უნგრელ და იტალიელ ოლიმპიელებს ტერორისტები ემუქრებიან

გერმანიის, უნგრეთის, სლოვენიისა და იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტებმა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ტერორისტული მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ტერორისტული მუქარის შემცველი წერილი მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს და გერმანიის სათანადო ორგანოებს გადასცეს.

უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თქმით კი, წერილში მუქარა იმ სპორტსმენებისა და მათი ოჯახის მისამართით იყო, რომლებიც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავენ.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 23 თებერვლამდე გაიმართება, პარაოლიმპიური თამაშები კი 7-დან 16 მარტამდე ჩატარდება.

რამდენიმე კვირის წინ ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ანსარ ალ-სუნამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების განხორციელებით იმუქრებოდა.