loader

სტანისლას ვავრინკამ ნადალს მოუგო და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტანისლას ვავრინკამ ნადალს მოუგო და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველმა და მერვე ჩოგნებმა ტიტულის მფლობელის ვინაობა გაარკვიეს. რაფაელ ნადალისა და სტანისლას ვავრინკას მატჩი 2 საათი და 25 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ნადალმა დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც კორტიდან გავიდა და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ყველას სჯეროდა, რომ ესპანელი მატჩში დაბრუნებას და ღირსეულად თამაშს გააგრძელებდა, მაგრამ მეორე სეტიც უბრძოლველად დათმო. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ვავრინკა გამარჯვებას იოლად მოიპოვებდა, მაგრამ მან უამრავი შეცდომა დაუშვა და გაჭირვებით მოსიარულე ნადალმა ყველასგან გასაკვირად მესამე სეტში იმარჯვა. მეოთხე სეტში უკვე ნადალს დაღლაც დაეტყო და ტრავმამაც თავი იჩინა. ასე რომ, შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო 6/3 6/2 3/6 6/3.