loader

თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" დაამარცხა

"ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ძალიან გაგვახარა - "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

მეორე ტაიმი 4 წუთის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა "ბარსელონას" საჯარიმოსთან ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - დავით ჯიქია საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა - 0:1, რომელიც საბოლოო ანგარიში გამოდგა.

"ლოკომოტივი" შეკრებას აგრძელებს. მაისურაძის ბიჭებს მომდევნო შეხვედრა შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" ელით. ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა sportall.ge-ზე