loader

გურამ კაშიას არაჩვეულებრივი თავურით გატანილი გოლი "ფეიენოორდის" კარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ კაშიას არაჩვეულებრივი თავურით გატანილი გოლი "ფეიენოორდის" კარში

ჰოლანდიის ჩემპიონატის 21-ე ტურში არნემის "ვიტესი" როტერდამში "ფეიენოორდს" ეწვია და 1:1 დაუზავდა. სტუმართაგან გოლი არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა.

"ვიტესის" ქართული სამეულიდან მხოლოდ კაშიამ ითამაშა, რომელიც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა კლუბს, გიორგი ჭანტურია განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო.

57-ე წუთზე იბარამ მარჯვნიდან ჩააწოდა და კაშიამ საკმაოდ შორი მანძილიდან თავით გაუტანა "ფეიენოორდის" მეკარეს.

"ვიტესი" 42 ქულით მეორე ადგილზეა, "აიაქსს" ქულით ჩამორჩება და მასზე ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული.

www.sportall.ge