loader

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი

საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. კერძოდ, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობენ - მოთხილამურეები: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა.
ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ნინო წიკლაური იასპარეზებს, რომელიც 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა, ხოლო 21 თებერვალს - სლალომში.

19 და 22 თებერვალს ამავე დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო-მოთხილამურეები: იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) თამაშებში 19-20 თებერვალს ჩაერთვება.

საქართველოს დელეგაცია სოჭში ორ ნაწილად გაემგზავრა. ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად 4 თებერვალს ჩავიდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. დელეგაციის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტსმენები კი 5 თებერვალს გაემგზავრნენ.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ოლიმპიადაზე სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად