loader

ჭოკით მხტომელმა 6.16 მეტრი დაძლია და ახალი რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭოკით მხტომელმა 6.16 მეტრი დაძლია და ახალი რეკორდი დაამყარა

ფრანგი რენო ლავილენი მსოფლიოს ახალი რეკორდსმენია ჭოკით ხტომაში. დონეცკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მან 6.16 მეტრი დაძლია და ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ლეგენდარული სერგეი ბუბკას რეკორდი. უკრაინელი 1993 წელს, ასევე დონეცკში გადახტა 6.15 მეტრზე. ახალი რეკორდის დამყარებას ბუბკა პირადად ესწრებოდა და მიულოცა ფრანგს უდიდესი წარმატება.

27 წლის ფრანგმა უფრო მაღალი ნახტომის შესრულებაც სცადა: თამასა კიდევ ხუთი სანტიმეტრით მაღლა ასწიეს, მაგრამ ეს სიმაღლე რენოსთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ფრანგი ცუდად დაეცა და ფეხი იტკინა, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთებული იყო.

www.sportall.ge