loader

იტალიელმა მოციგურავემ ისე ისრიალა, თითქოს ყინულს არც შეხებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიელმა მოციგურავემ ისე ისრიალა, თითქოს ყინულს არც შეხებია

19 თებერვალს, სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ქალთა მოკლე პროგრამა გაიმართა. ერთმანეთს საუკეთესო მოციგურავეები დაუპირისპირდნენ. არაჩვეულებრივად ისრიალა 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ხუთგზის გამარჯვებულმა ვეტერანმა მოციგურავემ - 27 წლის იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა.

2014 წელს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილის მოპოვების შემდეგ კაროლინას კარიერის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მოკლე პროგრამაში სრიალით მან ყველას დაუმტკიცა, რომ იგი ძველებურად საუკეთესოა. იტალიელმა მოციგურავემ "ავე მარიას" კომპოზიციაზე მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და სეზონის საუკეთესო შედეგი - 74.12 ქულა დააფიქსირა.

ამ შედეგით მოციგურავე ჯერჯერობით მესამე ადგილს იკავებს, რითაც სულ რაღაც 0.8 ქულით ჩამოუვარდება პირველ ადგილზე მყოფ კორეელ იუნა კიმს და 0.52 ქულით - მეორე ადგილზე მყოფ რუს ადელინა სოტნიკოვას.

ასევე იხილეთ:

17 წლის რუსი მოციგურავის ცეცხლოვანი ცეკვა ყინულზე

"ელენე საქართველოს მთავარი იმედია სოჭში" - როგორ შეაფასეს გედევანიშვილი რუსმა კომენტატორებმა