loader

"დედოფალი იუნა" - კორეელ მოციგურავეს სოჭის ოლიმპიადის მსაჯებმა ოქროს მედალი წაართვეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედოფალი იუნა" - კორეელ მოციგურავეს სოჭის ოლიმპიადის მსაჯებმა ოქროს მედალი წაართვეს?

20 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ქალი მოციგურავეები მაყურებლის წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგნენ. ოქროს მედლის მფლობელი 17 წლის რუსი მოციგურავე - ადელინა სოტნიკოვა გახდა, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი იყო 23 წლის კორეელი მოციგურავის - იუნა კიმის გამოსვლა, რომელმაც 4 წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. იუნამ უშეცდომოდ ისრიალა და ყველა ელოდა, რომ იგი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა მსაჯებმა მას 144.19 ქულა დაუწერეს (მისი საუკეთესო შედეგია 150 ქულა) და კორეელმა მეორე ადგილი დაიკავა.

ამ შედეგების შემდეგ ყველა ალაპარაკდა იმაზე, რომ მსაჯებმა არასწორად შეაფასეს კორეელის გამოსვლა და მას უფრო მეტი ქულა ეკუთვნოდა. ბევრმა ცნობილმა და პროფესიონალმა სპორტსმენმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპონენტებში კორეელი უკეთესი იყო, თუმცა ტექნიკურად ადელინამ აჯობა. "იუნა კიმმა ადელინას სრიალში აჯობა, მაგრამ დიდი ხანია ეს ტურნირი აღარ არის საციგურაო შეჯიბრება და უბრალოდ, მათემატიკაა", - განაცხადა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა კურტ ბროუნინგმა.

ოლიმპიადაზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ 23 წლის კორეელმა მოციგურავემ განაცხადა, რომ ეს ოლიმპიადა მის კარიერაში ბოლო იყო. ახლა მას კონკრეტული გეგმები არ აქვს და უბრალოდ დასვენებას აპირებს.

ასევე იხილეთ:

ისტორიული ოქრო რუსეთისთვის - 17 წლის მოციგურავემ ყინულზე "იფრინა"

იტალიელმა მოციგურავემ ისე ისრიალა, თითქოს ყინულს არც შეხებია