loader

წუთიერი დუმილი ქართველი და რუსი მორაგბეების თხოვნით უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წუთიერი დუმილი ქართველი და რუსი მორაგბეების თხოვნით უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად

საქართველო-რუსეთის მორაგბეთა შეხვედრა უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს ხვდება. ქართველი მორაგბეები, გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს გაინაღდებენ.

შეხვედრა "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყო. საქართველოსა და რუსეთის ჰიმნების შესრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილე გუნდების თხოვნით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

აქამდე ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 17 მატჩი გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.