loader

საქართველოს ნაკრები ლიხტენშტაინს უგებს: გიორგი ჭანტურიას სადებიუტო გოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრები ლიხტენშტაინს უგებს: გიორგი ჭანტურიას სადებიუტო გოლი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 იგებს.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ. 25-ე წუთზე მეტოქის კარის სიახლოვეს მყოფმა "კლუჟის" ქართველმა ფორვარდმა მოედნის ცენტრიდან ჯანო ანანიძისგან გრძელი და კარგი გადაცემა მიიღო, საჯარიმოში შეჭრილმა ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქის მცველები და უძლიერესი დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.

www.sportall.ge