loader

უკრაინის პროტესტი სოჭის პარაოლიმპიადაზე - ერთადერთი სპორტსმენი უკრაინის დროშით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის პროტესტი სოჭის პარაოლიმპიადაზე - ერთადერთი სპორტსმენი უკრაინის დროშით

7 მარტს სოჭში პარაოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა. უკრაინის დელეგაციამ ოლიმპიადაზე დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა პროტესტი რუსეთის ქმედებების გამო, შემდეგი ფორმით გამოხატა: გახსნაზე 31 სპორტსმენიდან მხოლოდ ერთი - ბიატლონისტი მიხაილ ტკაჩენკო გამოვიდა და უკრაინის დროშა გამოიტანა.

"გახნაზე ყველა სპორტსმენი გამოდის, ამით კი ჩვენმა გუნდმა ხაზი გაუსვა პროტესტს, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის მიწაზე ოკუპანტების და აგრესორების შემოჭრის გამო", - დაწერა თავის Facebook გვერდზე უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დიმიტრი ბულატოვმა.

სოჭში პარაოლიმპიადა 7-დან 16 მარტის ჩათვლით გაიმართება. უკრაინის ნაკრებმა უკვე 5 მედლის მოპოვება შეძლო - ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.