loader

საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთად! - მასშტაბური მარათონი Wings for Life World Run 4 მაისს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო ირბენს მსოფლიოსთან ერთად! - მასშტაბური მარათონი Wings for Life World Run 4 მაისს

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. საქართველოში მარათონი გაიმართება კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან: საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი, ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, სერგი გვარჯალაძე, სამორი ბალდე, დავით ქაცარავა, ნიკა გრიგოლია. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი: კალათბურთელები - ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში; ფეხბურთელები - აჩი და შოთა არველაძეები, ლევან კობიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გიორგი ლორია; მორაგბეები - მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი; ძიუდოისტები - ვარლამ ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი, წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე და სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენები.

მონაწილეობის საფასურია 20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.