loader

"მფრინავ იაპონელს" გადაუფრინეს - 24 წლის მოციგურავის საოცარი სრიალი მსოფლიო ჩემპიონატზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მფრინავ იაპონელს" გადაუფრინეს - 24 წლის მოციგურავის საოცარი სრიალი მსოფლიო ჩემპიონატზე

იაპონიაში ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირი წყვილებმა გახსნეს, მას შემდეგ კი მოკლე პროგრამით ყინულზე მამაკაცები გამოვიდნენ. ყველაზე დიდი ყურადღება მიპყრობილი იყო 19 წლის მოციგურავე იუზურუ ჰანიუსკენ, რომელმაც სოჭის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა, მანამდე ბევრი ნიჭიერი მოციგურავე გამოვიდა, მათ შორის - ტაცუკი მაჩიდა, რომელმაც სოჭში მეხუთე ადგილი დაიკავა. ტაცუკიმ ყველა ელემენტი უშეცდომოდ შეასრულა და თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჟიურიმ მისი გამოსვლა 98.21 ქულით შეაფასა. მართალია, მან მსოფლიო რეკორდი ვერ მოხსნა (მსოფლიო რეკორდი იუზურუ ჰანიუს ეკუთვნის 101.45 ქულით), თუმცა პირველი ადგილი გაიმყარა. მეორეზე ესპანელი ხავიერ ფერნანდესი გავიდა - 96.42 ქულა, ხოლო მესამეზე - იუზურუ ჰანიუ - 91.24 ქულა (იუზურუ ერთ-ერთი ელემენტის შესრულებისას დაეცა და ქულები დაკარგა). თავისუფალი პროგრამით მამაკაცები ყინულზე 28 მარტს გამოვლენ.