loader

იაპონელი მოციგურავე მაო ასადა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონელი მოციგურავე მაო ასადა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულდა. 29 მარტს თავისუფალი პროგრამით ყინულზე ქალები გამოვიდნენ, ყველაზე მეტი ყურადღება იაპონელ მაო ასადასკენ, იტალიელ კაროლინა კოსტნერისა და რუს იულია ლიპნიცკაიასკენ იყო მიპყრობილი, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდნენ. ფავორიტად მაო ასადა ითვლებოდა, ვინაიდან მას სოჭის ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გამარჯვება სწყუროდა. 23 წლის იაპონელმა მოციგურავემ თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად ისრიალა და 216.69 პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე რუსი იულია ლიპნიცკაია გავიდა, ხოლო მესამეზე - იტალიელი კაროლინა კოსტნერი. მაო ასადა ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

ასევე იხილეთ: 15 წლის იულია ლიპნიცკაიას დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე და დამსახურებული ვერცხლის მედალი