loader

პარაშუტისტს ჰაერში მეტეორიტმა ჩაუფრინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარაშუტისტს ჰაერში მეტეორიტმა ჩაუფრინა

ნორვეგიელ პარაშუტისტს ანდერს ჰელსტრუპს მეტეორიტმა ჩაუფრინა, როდესაც ვერტმფრენიდან გადმოხტა. ჰელსტრუპი ნახტომს კამერაზე იღებდა, რომელიც მის ქუდზე იყო დამაგრებული. ჩანაწერზე ჩანს, როგორ გამოჩნდა ცაზე ობიექტი, რომელმაც პარაშუტისტის რამდენიმე მეტრში ჩაუარა.

იმის გასარკვევად, თუ რამ ჩაუფრინა, ჰელსტრუპმა ჩანაწერი ოსლოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის თანამშრომლებს გაუგზავნა. გეოლოგ ჰანს ამუნდსენის თქმით, მას ვიდეოს ბევრჯერ ნახვა არ დასჭირდა, იმის მისახვედრად, რომ საუბარი ტიპიური მეტეორიტის ჩამოვარდნას ეხებოდა.