loader

ნახტომი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნახტომი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან

ფრანგი ბეისჯამპერები ფრედ ფუგენი და ვინს რეფე მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობიდან - დუბაის ცათამბჯენ "ბურჯ ხალიფადან" გადმოხტნენ. ცათამბჯენის სიმაღლე 892 მეტრია. ამ საქციელით მამაცმა სპორტსმენებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.

სპორტსმენების მიერ გადაღებული ვიდეო "სუპერმენის" ან "ადამიანი-ობობას" სცენას მოგვაგონებს. მათ ნახტომი სპეციალური საფრენი კოსტიუმებით განახორცილეს, შემდეგ კი პარაშუტები გაშალეს.

ნახტომი დუბაის პარაშუტისტების ასოციაციის - Skydive Dubai-ის მხარდაჭერით განხორციელდა.