loader

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ლუის პიეტრი შთამბეჭდავი გდებით, იპონით დაამარცხა. ამით ქართველმა ძიუდოისტმა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ჭრიკიშვილმა, რომელიც ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაება, ჯერ გერმანელ ალექსანდრ ვიცზერზაკს გაფრთხილებებით აჯობა, შემდეგ კი რუსი სირაჟუდინ მაგომედოვი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ჭრიკიშვილმა ბერძენთა ქართველ ძიუდოისტ რომან მოსტოპულოსს გაფრთხილებებით მოუგო, ნახევარფინალში კი ბელორუსი ალიაკსანდრ სტიაშენკა დაამარცხა.

www.sportall.ge

Georgian Avtandil Tchrikishvili wins gold medal in Judo European Championship - Watch the video on georgianews.ge