loader

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონია!

მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოისტთა შორის ქართველთა ტრიუმფით დასრულდა. ტურნირის ფინალური აკორდი იყო გუნდური ასპარეზობის ფინალი ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი - ირაკლი უზნაძე) რუსეთის ნაკრებს შეხვდა.

პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან. საქართველოს ნაკრებმა მაშინვე გაათანაბრა. ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს - 1:1. ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა, ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც მეტოქე - 3:1 დაამარცხა.

ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა - 4:1. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ვრცლად sportall.ge-ზე