loader

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა

მადრიდის "რეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" სამეფო მასტერკლასი ჩაუტარა. თამაში 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მოდრიჩმა კუთხური ჩააწოდა, სერხიო რამოსმა კი თავური დაჰკრა ბურთს და ბადეში გაახვია - 0:1.

სულ მალე, მადრიდელებმა სტანდარტული შეასრულეს, ბურთო რბილად დაკიდეს მიუნხენელთა საჯარიმოში, სადაც ისევ რამოსმა გაიბრწყინა და ისევ თავით დალაშქრა მეტოქის კარი - 0:2.

მესამე გოლი კი მართლაც ფენომენალური გამოვიდა - ესპანელებმა მორიგი კონტრიერიში გრძელი გადაცემით დაიწყეს, ბურთი ბენზემას მიუვიდა, რომელმაც ბეილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა რონალდოს დაუგორა და კრიშტიანომ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 0:3.

მეოთხეც პორტუგალიელმა შეაგდო, საჯარიმო დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4 და 0:5 ორი მატჩის ჯამში!

მადრიდის "რეალმა" ითამაშა სწრაფი, მობილური, თანამედროვე ფეხბურთი, "ბაიერნი" კი გავდა იმ გუნდს, რომელიც შარშან დაახლოებით ამ დროს, თავად დაამარცხა - 0:7 ორი მატჩის ჯამში...

www.sportall.ge