loader

ცნობილი კალათბურთელები ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი კალათბურთელები ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროფესიონალი კალათბურთელები 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებს შეხვდნენ. შეხვედრა კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართა და მას ესწრებოდნენ: NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში. პროფესიონალმა კალათბურთელებმა ახალგაზრდებს მასტერკლასი მოუწყვეს.

შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების საფრთხეებზე ისაუბრეს. კალათბურთელები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.