loader

რეალი-ატლეტიკო 4:1 - "სამეფო კლუბმა" სანუკვარი "დესიმა" მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალი-ატლეტიკო 4:1 - "სამეფო კლუბმა" სანუკვარი "დესიმა" მოიპოვა

24 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 2013/14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. ისტორიაში პირველად ერთმანეთის წინაშე ლიგის ფინალში ერთი ქალაქის გუნდებმა ითამაშეს - მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" შეხვდა.

ანგარიში 36-ე წუთზე "ატლეტიკომ" გახსნა, კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა ბურთი საჯარიმოში შეაბრუნეს, იკერ კასილიასმა დისტანცია ვერ გათვალა და დიეგო გოდინმა სამი ხედირას დაასწრო - 1:0. "რეალმა" ანგარიში სულ ბოლოს, მატჩის 93-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც სერხიო რამოსმა თავურით ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 1:1.

პირველ დამატებით ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა. აი, მეორეში კი ანხელ დი მარია მარცხენა ფრთაზე "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს გაუმკლავდა და ტიბო კურტუასთან ერთი-ერთზე გავიდა, ბელგიელმა მეკარემ კი მოიგერია ფეხით, მაგრამ გარეთ ბეილმა ცარიელ კარში თავით დაამატა - 2:1. ამას მოყვა "რეალის" კიდევ ერთი გოლი - მარსელომ ცენტრიდან შეუტია. ამ ეპიზოდში საოცარია, მაგრამ ფაქტია - ბრაზილიელ მცველს ხელი არავინ შეუშალა - 3:1.

"რეალის" კიდევ ერთი შეტევა და კრიშტიანო რონალდო საჯარიმოში მოცელეს, პორტუგალიელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში თავისი მე-17 გოლი (ყველა დროის რეკორდი) პენალტით გაიტანა - 4:1.

კარლო ანჩელოტიმ კარიერაში მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო მისმა გუნდმა - მეათედ (სანუკვარი "დესიმა").

www.sportall.ge