loader

საუკეთესო სამოტივაციო ვიდეო ფეხბურთის ისტორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საუკეთესო სამოტივაციო ვიდეო ფეხბურთის ისტორიაში

ჩილელმა მაღაროელებმა მონაწილეობა მიიღეს რეკლამაში, რომელიც ჩილეს საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის ასამაღლებლად გადაიღეს. რატომ მაღაროელები? 2010 წლის 5 აგვისტოს ჩილეში, სან-ხოსეს მაღაროში ავარიის შედეგად 33 მაღაროელი დაახლოებით 700 მეტრის სიღრმეში, მიწისქვეშ აღმოჩნდა. მათ ნანგრევების ქვეშ 70 დღე გაძლეს!

ერთ-ერთი გადარჩენილი მაღაროელი ნაკრების ფეხბურთელებს სიტყვით მიმართავს. ჩილეს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაში ესპანეთის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან მოუწევს შეხვედრა.

"ჩვენ ამ მიწის ტყვეობაში 70 დღე ვიყავით. მიწამ ჩაგვყლაპა და ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველასთვის უნდა გვეჩვენებინა, თუ ვინ ვართ. ჩვენ ვიცოდით, რომ მილიონობით ჩილელს ჩვენი სჯეროდა. ამიტომ ეს მიწა ბრაზილიაში, მოედანზე მოსაფანტად მიგვაქვს, სადაც ჩვენი ნაკრები ივარჯიშებს, იმისთვის, რომ ფეხბურთელები რწმენითა და ძალით ავავსოთ; მსოფლიოსთვის საჩვენებლად, რომ ჩილელებისთვის შეუძლებელი არაფერია!" - მიმართავს მაღაროელი ფეხბურთელებს.