loader

"გრუნტის მეფე" - რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მეცხრედ მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრუნტის მეფე" - რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მეცხრედ მოიგო

8 ივნისს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი მამაკაცთა შორის გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი და მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. მატჩი 3 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა 6:3 მოიგო. მეორე სეტში ნადალმა ძალები მოიკრიბა და ჯოკოვიჩს 7:5 სძლია. მესამე და მეოთხე სეტებშიც ესპანელი დომინირებდა. საბოლოოდ ანგარიშით 3:6,7:5, 6:2, 6:4 ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და როლან გაროსის გამარჯვებული მეცხრედ გახდა.

ასევე იხილეთ: მარია შარაპოვა "როლან გაროსის" გამარჯვებული მეორედ გახდა