loader

ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვებას ზეიმობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვებას ზეიმობენ

12 ივნისს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა. ბრაზილიელებმა ხორვატებს უმასპინძლეს და 3:1 მოიგეს.

ჩემპიონატი ბრაზილიაში 13 ივლისამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის თილისმა ჯავშნოსანი, სახელად "ფულეკოა", რაც "ფეხბურთს" და "ეკოლოგიას" ნიშნავს. ასე ბრაზილიელებს სამხრეთ ამერიკაში ჯავშნოსნების გადაშენების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობა სურთ.

ტურნირის ოფიციალური ჰიმნია სიმღერა We are the one, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი და რეპერი პიტბული ასრულებენ.

ჩემპიონატის თამაშები 12 სტადიონზე გაიმართება. ფინალურ მატჩს რიო-დე-ჟანეიროში "მარაკანას" სტადიონზე ითამაშებენ.

თამაშობს 32 ეროვნული ნაკრები. ამასთან, არის დებიუტანტიც - ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები.

ბუკმეკერების ინფორმაციით, ტურნირის ფავორიტები ბრაზილია და არგენტინაა.