loader

"მალე გამოჯანმრთელდი, შუმი!" - მიხაელ შუმახერს ფანებმა ემოციური ვიდეო მიუძღვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მალე გამოჯანმრთელდი, შუმი!" - მიხაელ შუმახერს ფანებმა ემოციური ვიდეო მიუძღვნეს

ფორმულა 1-ის ცოცხალი ლეგენდა მიხაელ შუმახერი, შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებული დარჩეს. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ექიმებთან თავის დაქნევით ახერხებს კომუნიკაციას, თავისუფლად ახელს თვალებს, თუმცა მკურნალი ექიმის განცხადებით, შუმახერს ქრონიკული დაზიანება ექნება და დიდი წარმატება იქნება, თუ ის მომდევნო სამი თვის განმავლობაში წამოჯდომას მოახერხებს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში კი - ელექტროეტლით გადაადგილებას.

ლეგენდარულ ავტომრბოლელს ფანებმა ემოციური ვიდეო მიუძღვნეს, რომელშიც შუმახერის კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები და მისი კოლეგების კეთილი სურვილები გააერთიანეს - ყველა ერთად შუმის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

შეგახსენებთ, სპორტსმენი დეკემბერში თხილამურებით სრიალისას მიღებული ტრავმის შემდეგ კომაში 6 თვე იმყოფებოდა.