loader

ანა ტატიშვილმა სერენა უილიამსთან უიმბლდონზე ორ სეტში წააგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა ტატიშვილმა სერენა უილიამსთან უიმბლდონზე ორ სეტში წააგო

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერენა უილიამსს იოლი მატჩი ელოდა ჩვენი ყოფილი თანამემამულის, ანა ტატიშვილის წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც უიმბლდონზე, ცენტრალურ კორტზე გაიმართა, უილიამსის სასარგებლოდ - 6:1, 6:2 დამთავრდა. აწ უკვე აშშ-ის მოქალაქე ქართველი ჩოგბურთელი დიდი ხანია ვეღარ აჩვენებს იმ თამაშს, რომლის წყალობითაც ერთ დროს TOP-50-ში შედიოდა. ანას WTA-ს ტურში ცხრამატჩიანი წაგებათა სერია დაუგროვდა.

სერენამ თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო, თავად კი ერთხელაც არ დათმო საკუთარი მოწოდება. უილიამსის ანგარიშზე მოდის 16 ეისი, ბადესთან შვიდიდან ექვსი აღებული ქულა და 31 ვინერსი. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სამიდან სამი მატჩი მოუგო ტატიშვილს და უიმბლდონის პირველ წრეში 15-დან 15 მოგება აქვს.

ასევე იხილეთ: ანა ტატიშვილი სერენა უილიამსთან დამარცხდა

Anna Tatishvili defeated by Serena Williams - Watch the video on georgianews.ge