loader

მედდა, რომელმაც ტრავმირებულ ნეიმარს ვიდეო გადაუღო, საავადმყოფოდან გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედდა, რომელმაც ტრავმირებულ ნეიმარს ვიდეო გადაუღო, საავადმყოფოდან გაათავისუფლეს

მედდა, რომელმაც გადაიღო, თუ როგორ მიჰყავთ საავადმყოფოს დერეფანში ბრაზილიის ნაკრების ტრავმირებული ფორვარდი ნეიმარი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფეხბურთელმა კოლუმბიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის დროს ზურგი დაიზიანა.

გოგონა მკაცრად გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მისი ტელეფონით გადაღებული ვიდეო ინტერნეტში მოხვდა. მედდა არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ იგი იცინოდა და საჰაერო კოცნებს აგზავნიდა იმ დროს, როდესაც ნეიმარი საკაცეზე ტკივილებისგან იტანჯებოდა. საავადმყოფოს ადმინისტრატორმა დაადასტურა, რომ გოგონა, სახელად ჩინტია, სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოსცილდება.

იხილეთ: ნეიმარისთვის მუნდიალი დასრულდა - მეტოქემ ბრაზილიელს ხერხემალი დაუზიანა