loader

წარმოუდგენელი სანახაობა: კოლუმბიელები ქვეყნის ნაკრებს გმირებივით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარმოუდგენელი სანახაობა: კოლუმბიელები ქვეყნის ნაკრებს გმირებივით დახვდნენ

კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს, თანამემამულეებმა გმირებივით მიიღეს. ქვეყნის დედაქალაქში, ბოგოტაში ათიათასობით გულშემატკივარი გამოეფინა ქუჩებში და ასე გამოხატა პატივისცემა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისადმი.

მუნდიალის სენსაციად და კოლუმბიის ეროვნულ გმირად 22 წლის ჯეიმს როდრიგესი იქცა, რომელმაც ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა. როდრიგესი პირველი ფეხბურთელია 2002 წლის (რონალდო - 8 გოლი) შემდეგ, ვინც ერთ ჩემპიონატში ხუთზე მეტი გოლი გაიტანა. როდრიგესმა ექვსი გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32 ნაკრებიდან 21-ს აჯობა.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალში ბრაზილიასთან 2:1 წაგების შემდეგ გამოეთიშა.