loader

მორიგი "სენსაცია" ჩრდილოეთ კორეაში: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნაკრების გასვლა გამოაცხადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი "სენსაცია" ჩრდილოეთ კორეაში: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ნაკრების გასვლა გამოაცხადეს

ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ ქვეყნის ნაკრების ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

YouTube-ზე განთავსებული რეპორტაჟის თანახმად, ჩრდილოკორეელმა ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩინელებს ანგარიშით 2:0 მოუგეს, მანამდე კი იაპონიის (7:0) და აშშ-ს (4:0) ნაკრებები დაამარცხეს. პლეი-ოფში ჩრდლიოეთ კორეის ნაკრების მოწინააღმდეგედ პორტუგალიის ნაკრები დასახელდა. ზოგიერთი საიტის ინფორმაციით კი, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ფინალში გავიდა.

სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ჩემპიონატზე საერთოდ არ მოხვედრილა, პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო, ხოლო ფინალში 13 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, "მარაკანას" სტადიონზე გერმანიისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ.
რიგმა დასავლურმა მედიამ ივარაუდა, რომ ვიდეო, შესაძლოა, ყალბი იყოს.