loader

უსინათლო ბრიტანელმა მრბოლელმა სისწრაფეში ახალი რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსინათლო ბრიტანელმა მრბოლელმა სისწრაფეში ახალი რეკორდი დაამყარა

ბრიტანელმა 52 წლის მაიკ ნიუმანმა სისწრაფეში საკუთარი რეკორდი მოხსნა, რომელიც უსინათლო მძღოლებისთვისაა დადგენილი. 2013 წლის ოქტომბერში ნიუმანმა Porsche 911 GT2 საჭესთან, 299 კმ\სთ ნიშნულზე რეკორდი დაამყარა. ამ კვირაში მან 320 კმ\სთ-იანი ბარიერი მოდიფიცირებული Nissan GT-R-ით გადალახა.

რეკორდი მრბოლელის მამასთან ერთად დამყარდა, რომელიც მას მეორე ავტომობილით უკან მისდევდა და ნიუმანს მიმართულებას აძლევდა. ახალი რეკორდის დამყარების მცდელობისას ნიუმანმა საშუალო სიჩქარით იარა, რომელიც 323 კმ/სთ-ს უდრიდა. მაქსიმალურმა სიჩქარემ რბოლის დროს 328 კმ/სთ შეადგინა.