loader

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

17 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, სტუმრად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრაში, პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი მეოთხედი ქართველი კალათბურთელების მარცხით, ანგარიშით 14:24 დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ვერც მეორე მეოთხედში შეძლო უპირატესობის მოპოვება - 12:21.

მდგომარეობის გამოსწორება იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მესამე მეოთხედში შეძლეს - 32:19. მეოთხე მეოთხედიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (21:15), თუმცა ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა - 79:79.

ოვერტაიმში კი ჩვენმა ნაკრებმა საბოლოოდ მიაღწია საწადელს და პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 91:90 დაამარცხა.