loader

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში 19 ქულის სხვაობით წააგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთში 19 ქულის სხვაობით წააგო

20 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეოთხე მატჩი სტუმრად ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ანგარიშით 67:86 (13:18, 17:21, 20:19 17:28) დამარცხდა.

მასპინძლებმა იგორ კოკოშკოვის გუნდს შანსი არ დაუტოვეს და პირველი მეოთხედიდან მოყოლებული, რომელიც 5 ქულით მოიგეს, ანგარიშში უპირატესობა ბოლოსკენ კიდევ უფრო გაზარდეს.

ამ გამარჯვებით ჩეხეთის ნაკრებმა, პრაქტიკულად, გაინაღდა E ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად, ევრობასკეტის საგზურიც.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, საამისოდ კი შესარჩევი ტურნირის 7 ჯგუფიდან 6 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის უნდა მოხვდეს. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ, რომლებსაც თბილისში უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 24 აგვისტოს ითამაშებს, 27-ში კი - პორტუგალიასთან.

www.sportall.ge