loader

თორნიკე ოქრიაშვილმა ბოდიში მოიხადა - რატომ დააკავეს ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თორნიკე ოქრიაშვილმა ბოდიში მოიხადა - რატომ დააკავეს ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში

ამ უქმეებზე ბელგიურ ფეხბურთში ყველაზე გახმაურებული ინციდენტის ავტორი ქართველი ფეხბურთელია - თორნიკე ოქრიაშვილი.

შაბათს "კორტრეიკთან" (1:1) თამაშის შემდეგ ღრეობა ნგკონგკა ანელეს ნომერში გაგრძელდა, სადაც ამ ორ ფეხბურთელს კამათი მოუვიდა. ბელგიური მედიის ცნობით, ანელეს ცხვირი გატეხილი აქვს.

ამის შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიის პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა და მან დღე-ნახევარი ციხეში გაატარა.

"გენკის" წარმომადგენელმა ერიკ გერიტსმა შემდეგი განაცხადა: "ინციდენტის გამო კლუბში ოქრიაშვილი და ანელე დავიბარეთ. ორივე მკაცრად, მაგრამ სამართლიანად დაისაჯა. ამით ინციდენტი ამოწურულია".

ინციდენტს თავად ქართველი ფეხბურთელიც გამოეხმაურა, მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. თავის მხრივ ბოდიში აფრიკელმა ფეხბურთელმაც მოიხადა და აღნიშნა, რომ ის ოქრიაშვილის მეგობარია და მომავალში ერთად ბევრს მიაღწევენ.

Tornike Okriashvili apologizes for a fight with fellow footballer in Belgium - Watch the video on georgianews.ge

www.sportall.ge