loader

სერენა უილიამსის ტრიუმფი US Open-ზე: მე-18 გამარჯვება და 4 მილიონი ჯილდოდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერენა უილიამსის ტრიუმფი US Open-ზე: მე-18 გამარჯვება და 4 მილიონი ჯილდოდ

8 სექტემბერს ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სერენა უილიამსი და კაროლინა ვოზნიაცკი დაუპირისპირდნენ. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეექვსედ გახდა აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული.

ამ გამარჯვებით უილიამსმა რეკორდული საპრიზო თანხა, 4 მილიონი დოლარი მიიღო - სამი მილიონი ტურნირის მოგებისთვის და მილიონი ბონუსის სახით, როგორც US Open Series-ის გამარჯვებული. სერენა უილიამსმა დიდი სლემის ტურნირი მეთვრამეტედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ის მარტინა ნავრატილოვას და კრის ევერტს დაეწია. ხოლო US Open-ი ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეექვსედ (1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014) მოიგო.

www.sportall.ge