loader

ფეხბურთი აერთიანებს! - ქართველი და ირლანდიელი ფანების სიმღერა მატჩის დაწყებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთი აერთიანებს! - ქართველი და ირლანდიელი ფანების სიმღერა მატჩის დაწყებამდე

7 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შესარჩევი ეტაპის გახსნითი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩს დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე ირლანდიელმა ეიდენ მაკგიდმა გახსნა. თორნიკე ოქრიაშვილმა შორეული დარტყმით 38-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

90-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მყოფმა მაკგიდმა ოსტატურად ჩამოიცილა აკაკი ხუბუტია და უძლიერესი დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.

მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენის" შესასვლელთან შეკრებილმა ქართველმა და ირლანდიელმა გულშემატკივრებმა საკუთარი ქვეყნების ნაკრებები სიმღერით გაამხნევეს და წინასამატჩო განწყობა შეიქმნეს.

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი

მატჩის სრული მიმოხილვა sportall.ge-ზე