loader

ქართველმა პატიმარმა უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა პატიმარმა უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა

მსჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთ შემთხვევაში მან საკუთარი რეკორდი 8 ერთეულით გააუმჯობესა და 25 აზიდვა გააკეთა, მეორე შემთხვევაში კი, იოგას პოზაში - "ბაკასანაში", 42 აზიდვა შეასრულა.

სპორტული ღონისძიება ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა აღნიშნა, რომ კუკური სალბიშვილის მიერ დამყარებული რეკორდი უპრეცედენტოა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ კუკური სალბიშვილმა სარეკორდო მაჩვენებელი უკვე მეორედ გააუმჯობესა. მსჯავრდებულმა შარშან მარჯვენა ხელის ორი თითით, წუთში 49 აზიდვა, ხოლო ერთი თითით 17 აზიდვა შეასრულა. აღნიშნული რეკორდი უკვე შესულია აზიის რეკორდების წიგნში.

Georgian prisoner sets two unprecedented records - Watch the video on georgianews.ge