loader

გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელმა ტრიბუნაზე აირბინა და 82 წლის ბებოს ჩაეხუტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელმა ტრიბუნაზე აირბინა და 82 წლის ბებოს ჩაეხუტა

გულისამაჩუყებელი ფაქტი მოხდა იტალიის სერია А-ს ტურში, სადაც ერთმანეთს "რომა" და "კალიარი" დაუპირისპირდნენ. რომას ნახევარმცველმა ალესანდრო ფლორენციმ გატანილი გოლი ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნა - მან ტრიბუნებზე აირბინა და 82 წლის ბებიას ჩაეხუტა. აქამდე ალესანდროს ბებია არც ერთხელ არ დასწრებია საფეხბურთო მატჩს და შვილიშვილს პირობა მისცა, რომ იმ შემთხვევაში მივიდოდა სტადიონზე, თუ ალესანდრო გოლს გაიტანდა. როგორც ხედავთ, ფეხბურთელმა ბებოს იმედი არ გაუცრუა.

ასევე იხილეთ:

მარიო ბალოტელიმ გერმანიის კარში გატანილი დუბლი დედობილს მიუძღვნა

რონალდინიომ გატანილი გოლი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და სტადიონზე ატირდა