loader

კალაძე და დემეტრაძე ერთ გუნდში: ხსოვნის მატჩი და დემეს გოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძე და დემეტრაძე ერთ გუნდში: ხსოვნის მატჩი და დემეს გოლი

28 სექტემბერს, კიევში, ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე კიევის "დინამოს" ახლახან გარდაცვლილი ყოფილი ფეხბურთელების: ანდრეა ბალის, ვალენტინ ბელკევიჩისა და ანდრეი გუსინის ხსოვნის მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კიევური კლუბის ყოფილმა ლეგიონერებმა - კახა კალაძემ და გიორგი დემეტრაძემაც მიიღეს.

შეხვედრა სიმბოლური ანგარიშით - ფრედ, 3:3 დასრულდა. გუნდებმა თითო გოლი კიევის "დინამოს" ლეგენდების ხსოვნას სათითაოდ მიუძღვნეს. ერთი გოლი გაიტანა გიორგი დემეტრაძემ.