loader

ბრიტანელი ბიჭი, კრიშტიანუ რონალდუსთან მსგავსების წყალობით, გოგონებს "აბამს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელი ბიჭი, კრიშტიანუ რონალდუსთან მსგავსების წყალობით, გოგონებს "აბამს"

ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონის მკვიდრმა ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუსთან მსგავსება გოგონების გაცნობისთვის გამოიყენა. ახალგაზრდა მამაკაცის ხრიკები მისმა მეგობრებმა ვიდეოზე გადაიღეს. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო სამ დღეში 3,4 მლნ-მა ადამიანმა ნახა.

ჯო ველერმა საფეხბურთო კლუბ "რეალ მადრიდის" ფორმა ჩაიცვა და ქალაქის პარკში წავიდა, სადაც უცნობებისგან ტელეფონის ნომრის ან კოცნის მიღებას შეეცადა. მან რონალდუსნაირი ვარცხნილობა გაიკეთა და ცდილობდა, ინგლისურად უცხოური აქცენტით ელაპარაკა. საუბარში კი ესპანურ სიტყვებს იყენებდა (მართალია, კრიშტიანუ პორტუგალიელია). ველერი გოგონებთან მიდიოდა და მათ გაცნობას შემდეგი ფრაზით იწყებდა: "გამარჯობა, მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ. იცით, რითი ვარ ცნობილი?" ბევრმა ქალმა მისი განცხადების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანა და გაცნობაზე უარი უთხრა, მაგრამ ზოგიერთები ცრუ რონალდუს ნომრის მიცემასა და კოცნაზეც დათანხმდნენ.

ასევე იხილეთ:

რონალდუმ ეფექტური "მაკრატელა" სახეში გაირტყა

"უკანასკნელი თამაში" - ანიმაციური ფილმი ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით