loader

ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, სალტო გააკეთა და... მოკვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, სალტო გააკეთა და... მოკვდა

23 წლის ინდოელი ფეხბურთელი პიტერ ბიაკსანგზუალა საავადმყოფოში გარდაიცვალა ხერხემლის ტრავმით, რომელიც გოლის გატანის აღნიშვნის დროს მიიღო.

ფეხბურთელმა 14 ოქტომბერს ინდოეთის შტატ მიზორამის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის მატჩში ეფექტური გოლი გაიტანა. კლუბ Chanmari West FC-ის კარში ნანატრი გოლის გატანის შემდეგ პიტერმა რამდენიმე სალტო გააკეთა, მაგრამ ბოლო ნახტომი სპორტსმენისთვის უიღბლო აღმოჩნდა. იგი თავით დაენარცხა და გონება დაკარგა.

ნახევარმცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ მან ხერხემალი და ზურგის ტვინი დაიზიანა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელმა საავადმყოფოში ხუთი დღე გაატარა. ფეხბურთელი 19 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

იხილეთ:

NBA-ს ვარსკვლავი თამაშისას ფეხში გადატყდა

ტრამვირებულმა ფეხბურთელმა თავი ექიმის უკანალში ამოყო

კალათბურთელის შოკისმომგვრელი ტრავმა - სუსტი გულის მქონეებმა არ ნახოთ! (+18)