loader

დამარცხებით გაბრაზებულმა მოკრივემ მსაჯი სასტიკად სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამარცხებით გაბრაზებულმა მოკრივემ მსაჯი სასტიკად სცემა

ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში იუნიორთა შორის კრივში ევროპის პირველობაზე სკანდალი მოხდა: ადგილობრივმა მოკრივემ ვიდო ლონჩარიმ, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რეფერი ნოკაუტში გაუშვა და მის ცემას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც იგი რინგის იატაკზე აღმოჩნდა.

ინციდენტი ხორვატის მსაჯთან უთანხმოების გამო მოხდა, რომელმაც მას ლიტველ ალგირდას ბანიულისთან შერკინების მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ამის შემდეგ რინგის საკუთარ კუთხეში წავიდა, ხელთათმანები მოიხსნა და მსაჯისკენ გაემართა.

ტრაგედიის თავდან აცილება ბრძოლის ერთ-ერთი სეკუნდანტის სწრაფმა რეაქციამ შეძლო, რომელმაც მოკრივე რინგიდან ფეხით გაათრია. ახლა ახალგაზრდა მამაკაცს არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნა, არამედ სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.