loader

მესიმ ნეიმარი დაამარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესიმ ნეიმარი დაამარცხა

"ბარსელონას" თავდამსხმელებმა ლიონელ მესიმ და ნეიმარმა ბურთის კენწვლის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენებს გერმანული ავტომწარმოებლის, Audi-ს მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე ფეხბურთის ბურთით ჟონგლიორობაში შეჯიბრება შესთავაზეს. შეჯიბრების პირობებით, ფეხბურთელებს ბურთი ერთი წუთის განმავლობაში უნდა ეკენწლათ. საბოლოოდ მესიმ გაიმარჯვა, რომელმაც 1004 ქულა დააგროვა, ნეიმარმა კი 989 ქულა მიიღო.