loader

ამაღელვებელი წუთები: საქართველოს სუპერთასის მფლობელი თბილისის "დინამო" და აცრემლებული ჩისკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი წუთები: საქართველოს სუპერთასის მფლობელი თბილისის "დინამო" და აცრემლებული ჩისკო

11 დეკემბერს "დინამო არენაზე" 2013/14 წლების სეზონის სუპერთასის თამაში გაიმართა ჩემპიონ თბილისის "დინამოსა" და თასის ფინალისტ საჩხერის "ჩიხურას" შორის.

საჩხერელებს ანგარიშში დაწინაურების ბრწყინვალე შანსი მიეცათ, როცა "დინამოელებმა" "ჩიხურას" ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ 58-ე წუთზე თემურ ღონღაძემ პენალტის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა.

91-ე წუთზე ცინცაძის ჩაწოდებული საჯარიმოში თავით მცველმა მოიგერია, თუმცა, იქვე დადარაჯებულმა ჩისკომ თავით გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მეკარეს - 1:0.

სუპერთასი "დინამოსია" , ხოლო გამარჯვების გოლის შემდეგ ესპანელმა კაპიტანმა ცრემლი ვერ შეიკავა, ის ხომ პროფესიულ კარიერას ასრულებს და "დინამოში" უკანასკნელი მატჩი ითამაშა.

www.sportall.ge