loader

ვინ არის უკრაინელი ლამაზმანი, რომელშიც რონალდუმ ირინა შეიკი გაცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის უკრაინელი ლამაზმანი, რომელშიც რონალდუმ ირინა შეიკი გაცვალა

მწვანეთვალება, წაბლისფერთმიანი ლამაზმანი იარა ხმიდანი უკრაინელი მოდელია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და სამოდელო სააგენტოში მუშაობს. სწორედ მას მოიაზრებს ესპანური მედია "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელის და რუსი მოდელის დაშორების მიზეზად. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირინა შეიკი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ პოპულარული წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ხვდება, თუმცა რონალდუსა და ირინას ოფიციალური ქორწინება არ აკავშირებთ. პრესაში მათი დაშორების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირინა არ დაესწრო "ფიფას" მიერ ორგანიზებულ, ციურიხში გამართულ "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიას, სადაც კრიშტიანუმ გამარჯვება მოიპოვა.