loader

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში

28 იანვარს სტოკჰოლმში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფიგურულ სრიალში. წელს საქართველოს სახელით ქალებში ელენე გედევანიშვილი იასპარეზებს, ხოლო წყვილებში - ტატიანა კოზმავა და ალექსანდრ ზოლოტარევი. ტატიანა 1996 წელს თბილისში დაიბადა, ხოლო ალექსანდრი - 1995 წელს ტომსკში. მათი მწვრთნელები იგორ ლუკანინი და კრისტენ ფრეიზერი არიან.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილისთვის ევროპის ჩემპიონატი სადებიუტოა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. მათ პირადი რეკორდი გააუმჯობესეს და მოკლე პროგრამაში 40.20 ქულა დაიმსახურეს. თუმცა ამ შედეგით ტატიანამ და ალექსანდრემ 27-ე ადგილი დაიკავეს და კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხეს.

რაც შეეხებათ ლიდერებს, პირველ ადგილს 71.06 ქულით ფრანგები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ ციცერონი იკავებენ. მეორე ადგილზე რუსები - ელენა ილინიხი და რუსლან ჟიგანშინი არიან 69.94 ქულით, ხოლო მესამეზე იტალიელი წყვილი - ანა კაპელინი და ლუკა ლანოტე 69.63 ქულით.